logo_geo
eng_logo
დუბლინის ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქართული დროშები აღმართეს
- +

26 მაისი. 2016. 18:16


ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, 25-30 მაისს დუბლინის ცენტრში  საქართველოს დროშები იქნება გამოფენილი.


30 მაისს საქართველოს საელჩო ირლანდიაში ასევე გამართავს საზეიმო მიღებას, სადაც „ქართული ხმების" და ირლანდიელი მომღერლის ჯეკ ლუკმანის კონცერტი გაიმართება.


საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში დღეს დუბლინის ქალაქის მერიაში, საქართველოს შესახებ   ფოტოგამოფენა „Welcome to Georgia"  და ქართული სიმღერის კონცერტი ჩატარდა. ზემოხსენებული ექსპოზიცია  „Welcome to Georgia"  გადაინაცვლებს დუბლინის ქალაქის საბჭოში,  სადაც 3 ივნისამდე დარჩება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner