საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კინორეჟისორ გიორგი დანელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კინორეჟისორ გიორგი დანელიას გარდაცვალების გამო. გიორგი დანელიას კინოშედევრების სიყვარული ყველა თაობას აერთიანებს, რაც მხოლოდ დიდ ხელოვანს შეუძლია“, - აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში.