„საქართველომ განვითარების ახალი, განათლებაზე გამავალი ტრაექტორია აირჩია. ეს ის გზაა, რომელიც თავის დროზე დღევანდელმა წარმატებულმა ქვეყნებმა აირჩიეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.
„საქართველომ განვითარების ახალი, განათლებაზე გამავალი ტრაექტორია აირჩია. ეს ის გზაა, რომელიც თავის დროზე დღევანდელმა წარმატებულმა ქვეყნებმა აირჩიეს! მთლიანი შიდა პროდუქტის 6 და ბიუჯეტის 25 პროცენტი ის მაჩვენებელია, რომელსაც 10-15 წლის პერსპექტივაში საქართველოს თავისი ადამიანური კაპიტალით წამყვან ათეულში გაიყვანს. მსგავს გარდამტეხ მოვლენას ავტომატურად მსოფლიოს ინოვაციური, მრავალ მილიარდიანი კომპანიების საქართველოში დაფუძნება და ქვეყნის სოციალური მდგომარეობის რადიკალური გაუმჯობესება მოჰყვება. ეს არის პრაქტიკა, რომელიც გაიარა ისრაელმა, იაპონიამ, ესტონეთმა და მრავალმა სხვა წარმატებულმა ქვეყანამ.
ძლიერი განათლება ძლიერი ეკონომიკის საფუძველია, ამიტომ ამ მიმართულებით სოლიდური რესურსის გამოყოფა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.