logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: „მავანი“ შევა ინტერნეტში ამ პროექტის საშუალებით და დაპოსტავს გაბრაზებული - „რა გაგვიკეთა ბიძინა ივანიშვილმა?..“
- +

25 თებერვალი. 2016. 21:48


განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული პროექტის „საყოველთაო ინტერნეტის"  მნიშვნელობას აფასებს და სოციალურ ქსელში წერს:



„მავანი", რომლის შვილი იღებს უფასო საკოლო სახელმძღვანელოს, რომლის მეორე შვილი სწავლობს 21 უფასო სპეციალობიდან რომელიმეზე, რომლის ძმას დაუფინანსდა დოქტორანტურა, რომლის სიდედრი (პედაგოგი) იღებს გაზრდილ ხელფასს, რომლის მეცნიერი მამა იღებს გაოთხმაგებულ ხელფასს, რომლის ბიძაშვილმა აბსოლუტურად უფასოდ გაიკეთა ოპერაცია, რომლის სოფელშიც დაიგო ახალი ბეტონის გზა, რომლის მეორე ბაბუას უფასოდ დაუხნეს მიწა, რომლის ოპოზიციონერ ნათესავს აქვს აბსოლუტური სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ამაყობს ლამაზი სიღნაღით, ლოცულობს სამების ტაძარში, შვილი დაყავს ოპერაში, მალე წაიყვანს ახალ ზოოპარკში, რომელმაც დაამთავრა თსუ და ახსოვს რა იყო 1 კორპუსი და  ა.შ. შევა ინტერნეტში ამ პროექტის საშუალებით და დაპოსტავს გაბრაზებული: - „რა გაგვიკეთა ბიძინა ივანიშვილმა"..."- წერს აბესაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner