„ყველაფერი კარგად რომ იყოს უდავოდ არ გვექნება 22 % ქვეყნის დაკარგული და არ გვეყოლებიან სახელმწიფოში ლტოლვილები. მე დავეთანხმები მინისტრის პათოსს იმაში, რომ თავდაცვა არ არის მარტო თავდაცვის სამინისტრო და თავადაცვის სამინისტროს და პირადი შემადგენლობის ამოცანა“, - ამის შესახებ კობა კობალაძემ განაცხადა.
„ყველაფერი კარგად რომ იყოს უდავოდ არ გვექნება 22 % ქვეყნის დაკარგული და არ გვეყოლებიან სახელმწიფოში ლტოლვილები. მე დავეთანხმები მინისტრის პათოსს იმაში, რომ თავდაცვა არ არის მარტო თავდაცვის სამინისტრო და თავადაცვის სამინისტროს და პირადი შემადგენლობის ამოცანა. არაერთი წარმატებული მაგალით არსებობს იმის შესახებ, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და ერთიანობის დაცვაში მხოლოდ სამხედროები არ უნდა მონაწილეობდნენ, აუცილებელია სახელმწიფოსა და საზოგადოების ყველა სეგმენტის ჩართულობა და სწორედ ამ შემთხვევაში შევძლებთ ვისაუბროთ ტოტალურ თავდაცვაზე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად დავამტკიცეთ, რაც თავის მხრივ თავდაცვის ძალებთან ერთად ძლიერი სამოქალაქო თავდაცვის კომპონენტსაც მოიცავს, ტოტალური თავდაცვა ადვილი არ არის, ტოტალური თავდაცვა მთელი ქვეყნის საქმეა, ხელისუფლებისაც და მოქალაქისაც, რომლისთვისაც ქვეყანა მშვიდობიანობის დროს უნდა ემზადებოდეს, ჩვენ ვიცით რომ ქვეყანას აქვს ორი პოზიცია ის ან ემზადება ომისთვის ან ომობს, უნდა დაიწყოს რეზერვის მომზადება, მობილიზაციის გეგმის შედგენას, სტრატეგიული მარაგების შექმნა, მოსახლეობის ფსიქოლოგიური მომზადება კრიზისებისათვის და საინფორმაციო ომის ნიუანსებში გარკვევა, რათა მოწინააღმდეგის პროპაგანდის მსხვერპლი არ გავხდეთ, თუ გვინდა ერთიან ძლიერ საქართველოში ცხოვრება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების თავდაცვის ძალების მოსახლეობის ფსიქოლოგიური ახალგაზრდების პატრიოტული ფიზიკური და ეკონომიკური პოტენციალის სრული მზადყოფნა, აუცილებელია დეტალურად განისაზღვროს რისკები გამოწვევები მუქარები თუ საფრთხეები, რომელიც სახელმწიფოს წინაშე დგას, უნდა მოხდეს ისეთი გეგმების შემუშავება , რომელიც შესაძლებელს გახდის მათ მშვიდობიან მოგვარებას, და თ ეს შეუძლებელია უნდა არსებობდეს გეგმა რომელიც საგანგებო შემთხვევაში უზრუნველყოფს ყველა საჭირო სტრუქტურის დროულ ამოქმედებას, ამისთვის კი აუცილებელია ამ სტრუქტურებისათვის მკაფიოდ გაიწეროს სამეთაურო ჯაჭვი, იერარქია, ფუნქციები.
მინდა შევეხო უმნიშვნელოვანეს საკითხს, რაც თავდაცვის ბიუჯეტის დაგეგმვას ეხება. ბიუჯეტი კი არ უნდა მოვარგოთ საჭიროებებს, არამედ ჯერ საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს რამდენად უღირს სახელმწიფოს მშვიდობა და უსაფრთხოება ,რასაც ლოგიკურად უნდა მოჰყვეს რესურსების სწორი და ზუსტი გადანაწილება, ტოტალური თავდაცვა ქვეყნის რესურსების მაქსიმალურ მობილიზაციას ითხოვს და დაუშვებელია მისი მხოლოდ თავდაცვის უწყების კონტექსტში განხილვა. განათლების სისტემა, სპორტი, ჯანდაცვა, პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება, ეკონომიკა, ტოტალური თავდაცვის პროცესში ყველა კომპონენტი ურთიერთქმედებაში უნდა იყოს და შეთანხმებულ პოლიტიკას აწარმოებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ტოტალური თავდაცვის ილუზიას, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე იქნება გაწერილი. ხოლო რეალურად საჭიროების შემთხვევაში მარცხისთვის იქნება განწირული. ტოტალური თავდაცვის კონტექსტში არ შეიძლება არ ვახსენოთ ქართული სამხედრო საზღვაო ძალებისა და სამხედრო საჰაერო ძალების აღდგენის საკითხი. გატარებული არასახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგად 2009 წელს ჩვენი სამხედრო საზღვაო ძალები , 2010 წელს კი სამხედრო საჰაერო ძალები ,როგორც შეიარაღებული ძალების სახეობები გაუქმდა. ზოგადად ბევრს ვსაუბრობთ შავი ზღვის აუზის ქვეყნების უსაფრთხოების დაცვის სტრატეგიაზე , ვმონაწილეობთ არა ერთ კონფერენციაში ,ამ დროს საქართველო შავი ზღვის აკვატორიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სამხედრო საზღვაო ძალები არ გააჩნია. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის და მასთან ომის დროს ,მას შემდეგ, რაც მტერმა ქვეყნის სამხედრო გემებისა და სამხედრო საზღვაო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი გაანადგურა , იმდროინდელმა უმაღლესმა მთავარსარდალმა იმის ნაცვლად, რომ ზღვაზე მარცხის მიზეზები დაედგინა სამხედრო საზღვაო ძალების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია , რომ სახელმწიფომ დაიწყოს რეალურად ქმედებები სამხედრო საჰაერო და საზღვაო ძალების აღსადგენად ,რაც ეტაპობრივად საქართველოს ეკონომიკის განვითარებასთან ერთად უნდა გაძლიერდეს . ბატონებო, სიმართლეს გავუსწოროთ თვალი , ჩვენი საზღვაო, სახმელეთო თუ საჰაერო სუვერენიტეტი თავად ჩვენი დასაცავია. მითუმეტეს, რომ მაღალკვალიფიციური კადრები ნამდვილად არ გვაკლია, თუმცა ამთ შენარჩუნება და ახალი თაობის გაზრდაა აუცილებელი. ჩვენი საზღვაო აკვატორია ფაქტობრივად დაუცველია. საუბარია იმაზე, რომ საზღვაო ძალების ფორმირება ქვეყანას ძვირი დაუჯდება - ქვეყნის წინაშე ცოტა მცდარი პოზიციაა, თუ დავითვლით იმის ფასს რა დაუჯდება ქვეყანას რუსეთის არმადასთან მოუმზადებლად პირისპირ დარჩენა. როგორ დავუპირისპირდებით ამ სამხედრო საფრთხეს , თუკი კვლავ ეს რეალური გახდება და კვლავ ჩვენ ვიქნებით მოუმზადებლები. 2009 წლიდან საქართველოს საზღვაო აკვატორიაში საზღვაო თავდაცვით და სასაზღვრო პოლიციური და ძებნა-გადარჩენით ოპერაციებს შსს დანაყოფი სანაპირო დაცვა ახორციელებს, ომის შემთხვევაში მათვე ეკისრებათ სამხედრო ფლოტის ფუნქციონირებაც, ვინმეს ილუზია აქვს, რომ ეს საფრთხის შესაკავებლად საკმარისია?
მე პირდაპირ გეტყვით, სანაპიროდან 12 მილის ტერიტორიაზე -ეს არის ის რაიონი, რომელშიც მოქმედებს სანაპირო თავდაცვა. იმის შემდგომ მოდის სანიტარული ზოლი 24 მილიანი, რომლებშიც საზღვაო ძალებს აქვთ მხოლოდ ფუნქციონირების უფლება და ასევე 80 მილიონიანი ეკონომიკური ზონა, სადაც მხოლოდ სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენლები შეიძლება დრეიფობდნენ. მზაობა NATO-ს მხრიდან უკვე არსებობს, როდესაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოში სამხედრო საზღვაო ძალების აღდგენის საკითხს. ამ საკითხების პარალელურად მნიშვნელოვანია რუსეთი ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფართომაშტაბიანი წრთვნების ანალიზი, რომლებიც დაღესტანის, ინგუშეთის, ჩრდ. ოსეთისა და ადიღეს გარდა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე რუსეთის ბაზებზეც ინტენსიურად მიმდინარეობს, რაშიც ჩართულია ათასობით სამხედრო მოსამსახურე და სხვადასხვა სახის საბრძოლო ტექნიკა, ავიაგამანადგურებლები, ბომბდამშენების და ვერტმფრენების სახით. ამ პოტენციური საფრთხეების მოსაგერიებლად კი საჭიროა საომარი მოდელირების დაგეგმვა და საფრთხეების მუდმივი ანალიზი. კავკასიის რეგიონში არსებული რთული ვითარება, ძალთა ბალანსის არასტაბილურობა და მუდმივად ომის განახლების საფრთხე საქართველოს უსაფრთხოების გონივრულად წარმართვის წინაპირობა უნდა იყოს, რაც საშუალებას მოგვცემს საფრთხეების სწორი შეფასებისა და ეფექტური რეაგირებისათვის. საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად აუცილებელია სხვადასხვა უწყებების კოორდინირებული საქმიანობა, მოქმედება, რისთვისაც სახელმწიფომ არა მხოლოდ რეაგირების, არამედ პრევენციის რეჟიმში უნდა იმოქმედოს, რაც თავის მხრივ უნდა ეფუძნებოდეს ამ საფრთხეების სიღრმისეულ ანალიზს და უსაფრთხოების პოლიტიკის მოკლე საშუალო და გრძელვადიან დაგეგმვას. მინდა დიდი პატივით გავიხსენო ჩვენი დაღუპული გმირები ,კიევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჯარისკაცს , ოფიცერსა და გენერალს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა დაჭრილ, დაზარალებულ ჩვენს მეომრებს, რომლებიც თითოეული დღის განმავლობაში გვაძლევენ მაგალითს ქვეყნის თავდადების და თავის თავზე გამარჯვებისას. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ვეტერანებს ,თავდაცვის სამინისტროს მინისტრის ხელმძღვანელობით, რამეთუ ეხლა რეალურად მიდის ურთიერთქმედებები განათლების ,სარეზერვო მუშაობის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გადადგმული ნაბიჯებისკენ ,აქედან გამომდინარე მადლობა თქვენ და გვფარავდეს ღმერთი“, - განაცხადა კობა კობალაძემ.