logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში არის ერთადერთი სწორი გზა
- +

5 აპრილი. 2019. 00:31

 

„ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში არის ერთადერთი სწორი გზა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “მოამბეში” პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. 

 

განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა პრემიერმა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაბედულ ნაბიჯად შეაფასა და აღნიშნა, რომ დღეს არის გამორჩეული დღე, როდესაც მთავრობამ ინიცირება გაუკეთა აღნიშნული გადაწყვეტილების საკანონმდებლო დონეზე გამყარებას.

 

„ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში არის ერთადერთი სწორი გზა, მათ შორის ჩვენს გამოწვევებთან გასამკლავებლად. ჩვენ ინიცირება გავუკეთეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად, არსებული და მომავალი მთავრობები ვალდებული იქნებიან, მშპ-ის 6%, ბიუჯეტის მეოთხედი ყოველთვის იყოს მიმართული განათლებაზე, მომავალ თაობაზე და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე. ჩვენი ინიციატივის საკანონმდებლო დონეზე გამყარების მიზანი სწორედ ის არის, რომ ჩვენ დარწმუნებული ვიყოთ, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ყველა ხელისუფლება იქნება ვალდებული, ბიუჯეტის მეოთხედი მუდმივად მიმართოს განათლებაზე”, - აღნიშნა პრემიერმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner