„BBC"-ის ცნობით, უკრაინის უშიშროების სამსახურმა საბჭოთა კავშირის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს ხუთი წლით ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გორბაჩოვის განცხადებები გახდა, რომელმაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას მხარი დაუჭირა.
გორბაჩოვმა რამდენიმე დღის წინ გაზეთ „Sunday Times"-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადგილზე ყირიმთან დაკავშირებით იმავეს მოიმოქმედებდა.