5 აპრილს თბილისის ექვს რაიონს წყალმომარაგება შეუწყდება. მიზეზი ორ მაგისტრალზე ჩასატარებელი მასშტაბური სამუშაოებია. ინფორმაციას GWP ავრცელებს.
GWP-ის განმარტებით, 10:00 საათიდან აღმაშენებლის ხეივანის მე-14 კილომეტრზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკური სამუშაოები დაიწყება. სამუშაოების ფარგლებში ორ მაგისტრალზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება. მიზანი საბურთალოს რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებაა.
ტექნიკური სამუშაოების გამო წყალმომარაგება საბურთალოს, ვაკის, მთაწმინდის, გლდანის, დიდუბისა და მცხეთის რაიონებს შეუწყდებათ.
წყალმომარაგება 5 აპრილს, 10:00 საათიდან შეიზღუდება და 6 აპრილს დილის 10 საათზე აღდგება.