„სამწუხაროდ, ზუგდიდში მოხდა ძალიან მძიმე, ადამიანური ტრაგედია და კარგად მესმის საზოგადობის მაღალი ინტერესი, რომ დადგინდეს თითოეული დეტალი და გარემოება ამ ტრაგედიის ირგვლივ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “მოამბეში” პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ყველა გაარემოების დადგენაზე მუშაობს.
„არ ვფიქრობ, რომ სწორი იქნება, ჩვენ წამზომით ვიხელმძღვანელოთ. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ შინაარსით და დარწმუნებული ვიყოთ მთელი ქართული საზოგადოება, რომ ამ საკითხის ირგვლივ ნებისმიერ კითხვაზე ადეკვატური პასუხი იქნება გაცემული და ჩვენ გვეცოდინება რეალური სურათი, რა მოხდა სინამდვილეში. განათლების მინისტრმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის, უპასუხოს ნებისმიერ კითხვას ამ ან სხვა საკითხთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, საგამოძიებო ორგანოოები ძალიან მაღალპროფესიულ დონეზე შეძლებენ ამ ტრაგედიის ირგვლივ ნებისნიერი გარემოების დადგენას და საზოგადოებას ეცოდინება რეალური სურათი”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა ასევე უპასუხა წამყვანის კითხვას ევროპარლამენტარების ერთი ნაწილის მიმართვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპარლამენტში ბევრი მეგობარი ჰყავს, რომელთა რჩევები და მოსაზრებები მთავრობისთვის საინტერესოა.