ქარელის რაიონი სეტყვამ მოსავლის 90 პროცენტზე მეტი გაანადგურა. ნახევარსაათიანი სეტყვის შედეგად მთლიანად განადგურდა ყურძნის მოსავალი, ასევე, ბოსტნეული კულტურები, ხახვი, ნიორი, კარტოფილი და პომიდორი. განადგურებულია ატმისა და ვაშლის მოსავალი.
ადგილობრივი მოსახლეების თქმით, ხანგრძლივი სეტყვის გამო, საძოვარზე გაყვანილი პირუტყვი გაიფანტა და მწყემსები რამდენიმე ათეულ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ამ წუთებში ეძებენ.
მოსახლეობის განცხადებით, რუისელების დიდ უმრავლესობას მოსავლის მოსაყვანად კრედიტი ჰქონდა აღებული. ხელისუფლების დახმარების გარეშე კი, ვეღარც კრედიტების გადახდას შეძლებენ და ყველანაირი მოსავლის გარეშეც დარჩებიან.
ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა გულიაშვილის განცხადებით, დაისეტყვა შემდეგი სოფლები: ლეთეთი, აფნისი, ბებნისი, რუისი, ქვემო ხვედურეთი და მუნიციპალიტეტის ცენტრი - ქარელი.