logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: NATO-ს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება შავ ზღვაზე უსაფრთხოებას გააძლიერებს
- +

5 აპრილი. 2019. 10:57

NATO-ს მინისტერიალი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა“, - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში გამართული ნატო-ს მინისტერიალი, სადაც შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე, ახალი მიმართულებები შეთანხმდა, რომელზეც ალიანსი საქართველოსა და უკრაინასთან იმუშავებს. მინისტრის განცხადებით, ქართულმა მხარემ მინისტერიალამდე მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია პარტნიორებთან.

 

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ვაშინგტონში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა, გამომდინარე იქიდან, რომ მინისტერიალმა დაამტკიცა შესაბამისი პაკეტი, რომელიც შავ ზღვაზე უსაფრთხოების მიმართულებით ქმედებებს მოიცავს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველომ ძალიან სერიოზული მუშაობა გასწია იმისათვის, რომ მსგავსი სახის შედეგი მიგვეღო დღეს. მთელი წინა პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით ნატოელ პარტნიორებთან, რაც საბოლოოდ გამოიხატა კიდეც შედეგებში. მინისტერიალი საუბრობს უკრაინასთან და საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე შავ ზღვაზე, გულისხმობს უფრო მეტი საზღვაო გემების ვიზიტს, ინფორმაციის გაცვლას, პერსონალის მომზადებას ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში და ასევე ნატო თვისობრივად გაზრდის თავის ყოფნას შავი ზღვის აკვატორიაში, რაც დამატებით კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

ზალკალიანმა ასევე ყურადღება მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ დეკლარაციაზე გაამახვილა, სადაც განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი ღია კარის პოლიტიკას. დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან, რათა ჩვენი ქვეყნის პროგრესი ნატო-ს ინტეგრაციის გზაზე, სათანადო გადაწყვეტილებებში იქნეს ასახული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner