ავტორი ალა გრიგალაშვილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ „რეპორტიორთან" კომენტარი გააკეთა:
„26 მაისი ღირსშესანიშნავი დღეა ქართველი ხალხისთვის, თუმცა ბოლო დროს ამ დღესთან დაკავშირებით ტრაგიკული მოვლენების გახსენებაც გვიწევს, სამწუხაროდ.
ეს ეხება 2011 წლის 26 მაისს, რა უბედურებაც დაატრიალა ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე. სადღესასწაულო დღის გახსენებასთან ერთად, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ამ დღის ტრაგედიაც", - განაცხადა ტყემალაძემ.