logo_geo
eng_logo
აშშ-ის საელჩოს წერილი საქართველოს გენერალურ პროკურატურას
- +

5 აპრილი. 2019. 16:25

 

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა საქართველოს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში პროკურორების მიერ გაწეული ძალისხმევისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა.

 

„ბატონო შალვა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოს გენერალურ პროკურატურას, განსაკუთრებით კი, პროკურორებს ნინო აღლემაშვილს, ზაზა დათუკიშვილსა და დავით ყაზარაშვილს, მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის 2018 წლის ივლისში სმიტების ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილ შემზარავ დანაშაულთან დაკავშირებით დაწყებულ სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეში. ასეთ საქმეებთან მუშაობა განსაკუთრებით რთულია. მათი წარმატებული გადაწყვეტა კი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და იმ ოჯახებისთვის, რომელთაც ეს ყველაფერი შეეხოთ.

 

ჩვენ მივესალმებით თქვენს თავდადებას საქმის გახსნისადმი და თქვენ მიერ ოჯახთან, მეგობრებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას გამოჩენილ ადამიანურობას. თქვენი თავდადებული პროფესიონალების შრომამ სამართლის აღსრულებისთვის ყველას გაუჩინა განცდა, რომ საქმე საბოლოოდ წარმატებით დასრულდა.

 

უღრმეს მადლობას ვუხდით ჩვენს ქართველ მეგობრებს მათ მიერ ამ ურთულეს დროს გაწეული ძალისხმევისთვის.

 

პატივისცემით, როს უილსონი, აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული“, - ნათქვამია წერილში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner