ავტორი ანა ფერაძე
პოეტი დავით მაღრაძე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით „რეპორტიორთან" კომენტარს აკეთებს. პოეტი 2011 წლის მოვლენებსაც იხსენებს და ამბობს, რომ ეს საქმე ბოლომდე გამოძიებული არაა.
„შემზარავი იყო, 26 მაისს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად „ნაციონალები" პარლამენტში ფეხზე რომ არ ადგნენ. ეს ყველაფერზე მეტყველებს...
რაც შეეხება 2011 წლის 26 მაისის მოვლენების გამოძიებას, ეს საქმე ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული. სამართალიანობის აღდგენის შუა გზაში მიტოვება არ შეიძლება. ამ თვალსაზრისით, ხალხში უკმარისობის განცდაა... თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მას შემდეგ წინ წავედით, წინსვლაა დემოკრატიის თვალსაზრისით, ფაქტობრივად, 9-წლიანი ჭაობიდან ამოვედით. აღარ ვართ სიგიჟის ეპიცენტში. პირველად არის მგონი, ირგვლივ რამდენი ცეცხლის კერაა და ქართული პოლიტიკა სიბრძნით მოქმედებს, რომ აარიდოს თავი საფრთხეებს. ეს მგონი, პირველად ხდება დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში", - განაცხადა მაღრაძემ.