logo_geo
eng_logo
კობა გვენეტაძე: მამუკა ხაზარაძის სურვილი იყო, მიგვეცა წერილი, რომ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია
- +

5 აპრილი. 2019. 18:43

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ინფორმაციით, „თიბისი ბანკის” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს სურვილი ჰქონდა, ეროვნულ ბანკს „თიბისი ბანკისთვის” გაეგზავნა წერილი, სადაც ეწერებოდა, რომ სადავო ტრანზაქციით ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია.

 

კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნულ ბანკს ასეთი თხოვნის შესრულების იურიდიული უფლება უბრალოდ არ აქვს.

 

„არანაირი წერილი არ მიგვიწოდებია იმასთან დაკავშირებით, ფული გათეთრდა თუ არა, იმიტომ, რომ ელემენტარულად არ გვქონდა ამის მანდატი და ამას ვერ გავაკეთებდით.

 

ბანკის მხრიდან და ბატონი მამუკას მხრიდან იყო სურვილი, რომ ჩვენ მიგვეცა წერილი, რომ ფული არ გათეთრებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით ავუხსენით, რომ ეს ჩვენი მანდატი არ არის და ასეთ წერილს ვერ მივცემთ, რადგანაც იურიდიულად ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. ისევ და ისევ ჩვენი ინტერესი ამ შემთხვევაში იყო ინტერესთა კონფლიქტის დებულების დარღვევა“,  - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner