logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: 26 მაისს რატომ ვიწონებთ თავს უცხოური ტანკებით?
- +

26 მაისი. 2016. 19:09


„ჩემთვის 26 მაისი არის დამოუკიდებლობის სურვილის დღე", - ამის შესახებ „რეპორტიორს" დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა. მისი თქმით, დღეს ხელისუფლება დასავლური პოლიტიკის ზეგავლენას განიცდის.



„26 მაისი დღესასწაულია, რომელსაც დიდი სევდა სდევს თან. გამომდინარე იქიდან, რომ დამოუკიდებლობის პირველად გამოცხადება ტრაგიკულად დასრულდა, მეორე გამოცხადების შემდეგაც ვერ მივაღწიეთ სრულ დამოუკიდებლობას. დღეს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და განლაგებული აქვს სამხედრო ბაზები. ხოლო ჩვენი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავს დამოუკიდებლად ვერ ვგრძნობთ. კერძოდ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ხელისუფლება იმართება დასავლეთიდან, ამას ადასტურებს ისიც, რომ დღეს, დამოუკიდებლობის დღეს, უცხოური ტანკით ვიწონებთ თავს. რატომ? არ მესმის... უკეთესი იქნებოდა, ჩვენი სამხედრო ტექნიკის დემონსტრირება მოგვეხდინა", - განაცხადა მეჭიაურმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner