logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საშემოდგომო სესიას უკეთესი აკუსტიკით დავიწყებთ
- +

5 აპრილი. 2019. 19:48

 

პარლამენტის სასესიო დარბაზში არსებულ აკუსტიკურ პრობლემებზე ივლისში შესაბამისი სამუშაოები დაიწყება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტი სექტემბრიდან უკეთესი აკუსტიკით დაიწყებს მუშაობას.

 

„სამუშაოებს დაახლოებით ორი თვე დასჭირდება. საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე სამუშაოების დაწყება შეუძლებელი იქნება. სამუშაოები ივლისში დაიწყება და აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. საშემოდგომო სესიას უკეთესი აკუსტიკით დავიწყებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე დააზუსტა, რომ კედლებზე გასაკრავია სპეციალური მასალა, რაც დარბაზს ხმაურისგან დაიცავს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ პარლამენტის თბილისში გადმოსვლამდე, სასესიო დარბაზში არაერთი ღონისძიება გაიმართა, მაგრამ არც ერთ ღონისძიებას აკუსტიკასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნია.

 

როგორც პარლამეტის წევრები აცხადებენ, სხდომათა დარბაზში არსებული აკუსტიკური პრობლემის გამო, გამომსვლელთა განცხადებებს ვერ ისმენენ და ხშირ შემთხვევაში, ხმის სწორად მიცემასაც ვერ ახერხებენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner