logo_geo
eng_logo
გიორგი შენგელია შამგონიდან გატაცებულის ოჯაში იმყოფება
- +

5 აპრილი. 2019. 21:40

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონადან, რამდენიმე საათის წინ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გელა როსტობაიას ოჯახში, ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან და  მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსთან ერთად იმყოფებოდა.

 

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია, რათა მოხდეს გატაცებული გელა როსტობაიას დროულად გათავისუფლება.

 

,,ეს არის რუსული ოკუპაციის მორიგი გამოვლინება, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ყოველდღიურად ხდება ადამიანის უფლებების დარღვა. მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ  მოხდეს გატაცებული ჩვენი მოქალაქის დროული გათავისუფლება“, - განაცხადა გიორგი შენგელამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner