logo_geo
eng_logo
დევიდ მელპასი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად აირჩიეს
- +

5 აპრილი. 2019. 22:55

 

ამერიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე საერთაშორისო საკითხებში დევიდ მელპასი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად აირჩიეს. მელპასი მოვალეობის შესრულებას 9 აპრილიდან შეუდგება.

 

უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში დევიდ მელპასი უხელმძღვანელებს მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყველა ორგანიზაციას, მათ შორის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს.

 

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მელპასის კანდიდატურა 6 თებერვალს მას შემდეგ წარადგინა, რაც 1 თებერვალს ორგანიზაციის პრეზიდენტმა ჯიმ იენ კიმმა თანამდებობა დატოვა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner