logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: რაც არ უნდა ვიშაყიროთ წითელზე და მწვანეზე, ეს არის ერთადერთი და სრული სიმართლე
- +

6 აპრილი. 2019. 00:30

 

„არანაირი ტექნიკური შეცდომა“, - მამუკა მდინარაძე პარლამენტში დღეს გამართულ კენჭისყრაზე შექმნილ ტექნიკურ ხარვეზს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„არავინ სვამს კითხვას, ქუთაისში რატომ არ ხდებოდა მსგავსი შემთხვევები. პასუხი და რეალობა, რაც არ უნდა უხერხული სათქმელი იყოს, არის ერთი და მარტივი - ქუთაისში ხმა ისმოდა. თუ დარბაზში ცოტა მაინც ხმაურია, დეპუტატებს არ ესმით სპიკერის ხმა - რომელ კანონპროექტს ეყრება კენჭი. პრინციპში ეს პრობლემა მალე მოგვარდება.

 

თავის მხრივ კი ერთი დადებითი მხარე, რაც ნათლად გამოჩნდა - დეპუტატები თუ ვერ უსმენენ რომელ საკითხს ეყრება კენჭი, ისინი მექანიკურად არ აძლევენ ხმას (ამაზეც ხშირად გაგვიგია კრიტიკა).

 

ობიექტურობისთვის ასევე უნდა ითქვას, რომ სანამ სხდომათა დარბაზში ტექნიკური პრობლემა (ხმის და აკუსტიკის) არ მოგვარდება, დეპუტატმა კეთილი უნდა ვინებოთ და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიჩუმე.

 

რაც არ უნდა ვიშაყიროთ წითელზე და მწვანეზე (სხვათა შორის ჩვენც მათ შორის), ეს არის ერთადერთი და სრული სიმართლე“, - წერს მდინარაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner