საპრეზიდენტო კანდიდატების, პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის დაგეგმილი დებატებისთვის საჭირო, სავარაუდო თანხა დასახელდა. სტადიონზე დაგეგმილი დებატები 1 მილიონი დოლარი დაჯდება.
უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დებატების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, რადგან მიმდინარეობს დეკორაციების სხვადასხვა ვარიანტების შერჩევა. ამასთან დებატებზე დასწრების მსურველები, როგორც უკრაინელები, ასევე, უცხოეთის მოქალაქეებიც არიან. სტადიონის ადმინისტრაციის განცხადებით, დებატებისთვის ბილეთების დაჯავშნას გერმანიის და ბრიტანეთის მოქალაქეები ითხოვენ.
უკვე ცნობილია, რომ ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, იულია ტიმოშენკომ დებატების არბიტრობაზე უარი განაცხადა. .
საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 31 მარტს გაიმართა. პირველ ტურში ხმების უმეტესობა (30.24%) ვლადიმერ ზელენსკიმ მიიღო. მეორე ადგილზე იყო ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი (15.95%).
უკრაინის ცესკოს მონაცემებით, მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.