logo_geo
eng_logo
კოსტავას ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელის გაუქმებაზე ტენდერი გამოცხადდა
- +

6 აპრილი. 2019. 02:01

 

თბილისის მერია კოსტავას ქუჩის 54 და 41-ს შორის მიწისქვეშა გადასასვლელის გაუქმებას გეგმავს.

 

საპროექტო სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. მომსახურების სავარაუდო ღირებულება 60 ათასი ლარია.

 

მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა გადასასვლელი დღეის მდგომარეობით დატბორილია და ამის გამო მოქალაქეები ვერ სარგებლობენ.

 

მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია საგზაო მოძრაობის კუთხით აუცილებლობას არ წარმოადგენს, რადგან აღნიშნული მიწისქვეშა გადასასვლელის მიმდებარედ (მ. კოსტავას N52) ქვეითთა მოძრაობა რეგულირდება შუქნიშნის სიგნალებით, -განმარტავს მერია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner