logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: 2011 წელს მიხეილ სააკაშვილმა 26 მაისი უღირსად შელახა!
- +

26 მაისი. 2016. 19:16


„გაერთიანებული დემოკრატების" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე „რეპორტიორთან" 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ უღირსად შელახული დღე.


„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან გასულია 25 წელი და ეს არის საიუბილეო თარიღი და დღე, რომელიც 2011 წელს უღირსად იქნა შელახული მიხეილ სააკაშვილის მიერ, რა დროსაც მისი უშუალო განკარგულებითა და ბრძანებით მოხდა მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევა სამხედრო სპეციალური ოპერაციის გზით. სამწუხაროდ, დღემდე გამოძიებას ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით არ გააჩნია პასუხი. მეტსაც გეტყვით, როგორც იცით, საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის დეკემბერში 200 ყოფილი პოლიტიკური პატიმარი გამოავლინა თავისი დადგენილებით, მათ შორის 40 გახლავთ „დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელი და უშუალო მონაწილე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებისა, რომელთა მიმართ მარეაბილიტირებელი სამართლებრივი პროცედურები არამთუ დასრულებული არის, არც დაწყებულა. ჩვენ საუბარი გვაქვს იმ განაჩენზე, რომელიც თავის არსით არის პოლიტიკურად მოტივირებული და რაზეც არსებობს პარლამენტის შესაბამისი დადგენილება. ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, როდესაც პირი აღიარებულია პოლიტპატიმრად მაგრამ მის მიმართ დადგენილი შეზღუდვები არის ძალაში. ყველა დამნაშავე პირი, რომლებმაც ჩაიდინეს მკვლელობები და ადამიანების უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა, არ არის პასუხისგებაში მიცემული, არცერთ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება არათუ არ დასრულებულა, არც დაწყებულა", -  აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner