რუსთავში წუხელ, გვიან ღამით, ბუნებრივი აირის ნამწვით დედა და ოთხი მცირეწლოვანი მოიწამლნენ. შემთხვევა 21-ე მიკრორაიონში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა, ბავშვები კი, ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში. ჰოსპიტალში გადაყვანისას ყველა მათგანი კონტაქტური იყო.
როგორც „პირველ არხს“ ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, მოწამლული ბავშვები უკვე გაწერეს.