logo_geo
eng_logo
ბოლნისში ქურდობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
- +

6 აპრილი. 2019. 11:10

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ქურდობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

 

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში, ბოლნისში სამი საცხოვრებელი სახლიდან სამკაულები და თანხა მოიპარა.

 

სამართალდამცველებმა მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის ორ აპრილს ა.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩაატარეს, რომელსაც მისი ოჯახის წევრი ესწრებოდა. გამოკითხვის დროს ა.მ-ს დედამ განაცხადა, რომ ამოღებული ნივთები მისი საკუთრებაა.

 

გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ ამოღებულ სამკაულებზე ჩატარდა ამოცნობები და სამივე დაზარალებულმა მათი კუთვნილი ნივთები ამოიცნეს.

 

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner