logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: სააკაშვილის კიდევ ერთხელ დაბრუნებას საზოგადოება არ დაუშვებს!
- +

26 მაისი. 2016. 19:25


„ეს არის სააკაშვილის მორიგი პროვოკაციების წინაპირობა, ანუ ამხნევებს თავის მომხრეებს", - ასე ეხმაურება მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში დაბრუნების შესახებ.


 „ეს არის სააკაშვილის მორიგი პროვოკაციების წინაპირობა, ანუ ამხნევებს თავის მომხრეებს. ვხედავთ, რომ დაიშალა „ნაციონალური მოძრაობა", თუმცა პროვოკაციებზე არიან გადასულები, რაც ახლა მოხდა სამეგრელოში, ეს იყო მათ მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, ეს არის ნაწილი გეგმის, რასაც აპირებენ არჩევნების დროს. არაერთხელ გვსმენია და სატელეფონო საუბრებიც მოვისმინეთ, რომ აპირებენ პროვოკაციას, მე ადრეც გავაკეთე თქვენთან ამაზე განცხადება, რომ ნამდვილად ეცდებიან არეულობის გამოწვევას. ეს არის მოძალადე პარტია, რომელმაც, კარგად ვიცით, რაც გაუკეთა ქვეყანას 9 წლის მანძილზე, ახლაც ძალადობით აპირებენ დაბრუნებას და აქ უკვე ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, მათ დროულად უნდა აღკვეთონ სააკაშვილის პროვოკაციები. ეს არის მისი ოცნება, იმავე ძალადობის განხორციელება, რასაც აკეთებდა ამდენი წლის მანძილზე. ამას ხალხი არ დაუშვებს, საზოგადოება არ დაუშვებს, რომ სააკაშვილი კიდევ ერთხელ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. მე პირადად ალბათ პირველი დავდგები და შევწირავ სიცოცხლეს, რომ ისინი არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ალბათ ეს არასდროს მოხდება.

 

 ხელისუფლებას მოვუწოდებ, აღკვეთილ იქნას ყველა ის ძალადობა და პროვოკაცია, რასაც სააკაშვილი გეგმავს და აპირებს", - განაცხადა ია მეტრეველმა.

 

მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში" განაცხადა, რომ აპირებს საქართველოში დაბრუნებასა და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ ჩართვას, თუმცა არ დაუზუსტებია, თუ როდის შეიძლება ეს მოხდეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner