logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას მასობრივი არეულობების გზით გეგმავს
- +

26 მაისი. 2016. 19:25


„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ირაკლი ბათიაშვილი ეხმაურება ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, საქართველოში დაბრუნების შესახებ, და „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, რომ „სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას მასობრივი არეულობების გზით გეგმავს".

 

„ნაციონალებს" და სააკაშვილს ძალიან კარგად ესმით, რომ არჩევნების გზით ისინი ვერანაირად დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ძალიან კარგად იციან, რეალურად რამდენი უჭერს მხარს, იციან, რომ ხალხის უმრავლესობა მათ მიმართ არის სიძულვილით და ანტიპათიით განწყობილი, ამიტომ მინდა გითხრათ, არის სერიოზული ინფორმაცია იმის თაობაზე,  რომ სააკაშვილი გეგმავს საქართველოში დაბრუნებას მასობრივი არეულობების მოწყობის გზით, რომელიც ასევე არ გამორიცხავს დიდ სისხლისღვრასაც. აი, ეს გეგმა ტრიალებს მის გონებაში. მათ კარგად იციან, რომ მარტო თავისი პარტიის ხარჯზე ვერ „გაქაჩავენ" ამას, არჩევნებამდე ცდილობენ, რომ რაღაცნაიარად თვითონ გადავიდნენ უკანა პლანზე და წინ გამოაჩინონ სხვები, რა თქმა უნდა, ორგანიზატორები იქნებიან თვითონ, მათ ამის გამოცდილებაც აქვთ და ფულიც. სააკაშვილი აპირებს გამოიყენოს ყველა შესაძლო რესურსი.

 

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეჩქარება მას ეს ყველაფერი, ვინაიდან უკრაინაში ძალიან ცუდად აქვს საქმეები, იცის, რომ ადრე თუ გვიან მოუწევს თანამდებობიდან წასვლა, უკვე იმდენი მტრები ჰყავს, რომ შეიძლება უკრაინისთვისაც სახიფათო იყოს, ამიტომ ეჩქარება აქ ქართული „მაიდანის" მოწყობა.

 

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, არხეინად ყოფნის უფლება არ აქვს ჩვენს საათანადო სტრუქტურებს და სამსახურებს და მთლიანად სახელმწიფოს, არ ვიცი, რამდენად სერიოზულად აცნობიერებენ ამ ყველაფერს. ხალხი არ დაუშვებს სისხლიანი რეჟიმის უკან დაბრუნებას", - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

 

მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში" განაცხადა, რომ აპირებს საქართველოში დაბრუნებასა და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ ჩართვას, თუმცა არ დაუზუსტებია, თუ როდის შეიძლება ეს მოხდეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner