პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ადგილობრივ მოსახლეობას შუალედურ არჩევნებზე „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი როსტომ ალხანიშვილი დღეს კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა წარუდგინა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, როსტომ ალხანიშვილს ხეობის მოსახლეობა კარგად იცნობს, ის წლების განმავლობაში ხალაწანის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლად მუშაობდა. ხალაწანის ადმინისტრაციული ერთეული ოთხ სოფელს აერთიანებს.
ამასთან, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში შუალედურ არჩევნებში საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ ზურაბ შინდელაშვილი წარადგინა. როგორც შინდელაშვილმა განაცხადა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უჯარმაში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებისა და შიდა საუბნო გზების მოწესრიგებაზე გაამახვილებს ყურადღებას.