logo_geo
eng_logo
თელავის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
- +

6 აპრილი. 2019. 16:50

 

 

თელავის მერის ერთ-ერთმა მოადგილემ, ალექსანდრე საჩიშვილმა თანამდებობა დატოვა.

 

მერის უკვე ყოფილმა მოადგილემ პოსტიდან წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

 

მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

 

საჩიშვილი „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის სამმართველოში მუშაობდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე კი, თელავის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა.

 

ვინ დაიკავებს საჩიშვილის ადგილს, ჯერ უცნობია.

 

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თელავის მერიაში საკადრო ცვლილებები კიდევ რამდენიმე პოზიციაზეა მოსალოდნელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner