logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლო!
- +

26 მაისი. 2016. 19:27


„26 მაისი - ეს არის სიმბოლო საქართველოს დამოუკიდებლობისა", - ამბობს ექსპერტი მამუკა არეშიძე „რეპორტიორთან" საუბარში და 26 მაისის მნიშვნელობაზე საუბრობს.


„ჩვენი თაობა, წინა და მომდევნო თაობები ამ დღეს ასე აღიქვამდნენ, მიუხედავად იმისა, იყო ეს დღე ოფიციალური დღესასწაული თუ არა და როგორც მოგეხსენებათ, კომუნისტების დროს არ იყო", - ამბობს მამუკა არეშიძე.


მამუკა არეშიძე იხსენებს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევას და ამბობს, რომ ეს იყო ყველაზე დიდი სისასტიკე. აქვე აღნიშნავს, რომ ყველა ხელმძღვანელი, ვინც დარბევის ბრძანება გასცა, დასასჯელია.


„რაც შეეხება 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევას, შეიძლება, ვიღაც მხარს არ უჭერდა ამ აქციის ასეთი ფორმით ჩატარებას, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. არ გამიგია ასეთი სისასტიკე და ადამიანის დამამცირებელი და გამანადგურებელი მეთოდები, რაც იმ დღეს იქნა გამოყენებული. საქართველოს ისტორიაში ამ სახის მიტინგის აღკვეთა არ მახსოვს. აღნიშნულ დარბევაში მონაწილე ადამიანების უმრავლესობა არ არის დასჯილი. მიუხედავად იმისა, რომ რიგითების დასჯა ცოტა რთულია, იმიტომ, რომ ისინი ბრძანებას ასრულებდნენ, ამ შემთხვევაში მინდა სისასტიკეს გავუსვა ხაზი, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი მათგანი, დავალება ჰქონდა თუ არა, განსაკუთრებული სისასტიკით იქცეოდა. რაც შეეხება ხელმძღვანელებს, ყველა, ვინც გასცა ბრძანება და ვინც ანაწილებდა ფუნქციებს, დასასჯელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, არ ვიცი, დასჯილები არიან თუ არა", - აცხადებს არეშიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner