logo_geo
eng_logo
ფრანსუა ოლანდი: საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოება გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდა
- +

26 მაისი. 2016. 19:40


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს



ბატონო პრეზიდენტო,

 

მოხარული ვარ, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, გადმოგცეთ ჩემი გულითადი მილოცვა თქვენ და ქართველ ხალხს და გისურვოთ ბედნიერება, კეთილდღეობა და უსაფრთხოება.

 

2014 წლის 13 მაისს, თბილისში ვიზიტისას თქვენ მიერ ჩემს პატივსაცემად გამართული მიღების შემდეგ, ჩემთვის სასიამოვნო იყო თქვენი მიღება პარიზში, 21 აპრილს, საფრანგეთში თქვენი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

 

თქვენს ვიზიტს, ლევილ-სურ-ორჟის მონახულებასთან ერთად, ისტორიული და მემკვიდრეობითი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც გვახსენებს იმ მოვლენებს, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული კავშირების დამყარებას.

მოხარული ვარ, რომ ამას ხაზი თქვენ თავად გაუსვით მიღების დროს, პარიზში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის 25-იუბილე იზეიმეთ.

 

საქართველოს ეროვნული დღესასწაული საშუალებას მაძლევს კვლავ დავადასტურო საფრანგეთის მხარდაჭერა თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 

ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლით საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოება წელს გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდა.

მსურს, მივესალმო საქართველოს მიერ უკვე განხორციელებულ რეფორმებს და მისი გაგრძელებისკენ მოგიწოდოთ.

 

მეგობრული კავშირი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს, ღრმაა და ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე უსაფრთხოების, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებს. სურვილს გამოვთქვამ, ამ ურთიერთობების გაღრმავებისათვის.

ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა", - აღნიშნულია საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ოფიციალურ წერილში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner