logo_geo
eng_logo
როგორ იხსენებს ქეთი დოლიძე „კუკარაჩას“ გადაღებების პერიოდს
- +

7 აპრილი. 2019. 02:11

 

 

ახალნამშობიარევი რეჟისორი

 

„შუა გადაღებების დროს ქალიშვილი გავაჩინე. ორი კვირა ტაიმ აუტი ავიღე და შემდეგ გადასაღებ მოედანზე დავბრუნდი. მშობიარობიდან მე-12 დღეს ბატონი რეზო ჩხეიძის კაბინეტში რომ შევედი, მან თქვა: „არა, არა, ეს არ შეიძლება ნორმალური და რეალური იყოს!“ გადაღებებს შორის ინტერვალში გავიქცეოდი, თამრიკოს ვაჭმევდი და ისევ მოედანზე ვბრუნდებოდი“.

 

თმაშეღებილი ლევანი

 

„იმ სცენის გადაღება, როცა კუკარაჩა ანიკოსთან პირველად მიდის, ზაირა ანთელავას ბინაში მიმდინარეობდა. იმ სახლის ატმოსფერო ძალიან მიყვარდა, იქ სხვა ფილმებიც გადავიღე. ეს იყო ძველებური სტილის ულამაზესი სახლი, რომელიც ტაბიძის ქუჩის 22 ნომერში მდებარეობდა. ყველანი მზად ვიყავით გადაღება უნდა დაგვეწყო და ლევანი რომ შემოვიდა, გავოცდი, ვიფიქრე, ნეტა, რას სჭირს- მეთქი. თურმე საპარიკმახეროში წავიდა და თმა შავად შეიღება. ეს იყო შოკი! ვუთხარი, როგორ გაბედე და ჩემ უკითხავად შეიღებე- მეთქი. გავბრაზდი, რადგან არ უხდებოდა. იმ ეპიზოდში, სადაც კუკარაჩა სიგარეტის მავნებლობაზე ყვება, ლევანის თმა შესამჩნევად მუქია. დანარჩენ ეპიზოდებში ფერი ცოტა გადაუვიდა“.

 

თამაზიკო- დიდი ტკივილი

 

„ლადო ტატიშვილი, რომელიც ფილმში თამაზიკოს როლს ასრულებდა, 1991 წელს აფხაზეთის  ომში მოკლეს. ამის გამო „კუკარაჩა“ ჩემთვის როგორც დიდ სიხარლუთან, დიდ ტკივილთანაც ასოცირდება. მამამისმა შვილის გარდაცვალებას ვერ გაუძლო და ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ლადოს დედა, ტომა, ამ ფილმის კოსტიუმების მხატვარი იყო. თამაზიკოს როლისთვის ბავშვს რომ ვეძებდი მითხრეს, ტომას კარგი ბიჭი ჰყავს და ნახეო. ლადო რომ მომიყვანეს, დანახვისთანავე მივხვდი, უსაყვარლესი ბავშვი იყო“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner