„სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლის საკითხთან დაკავშირებული რეფერენდუმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2017 წელს ჩატარდება", - ამის შესახებ
„რია ნოვოსტი" წერს. სააგენტოს ცნობით, დოკუმენტს ხელი სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ლეონიდ ტიბილოვმა და პარლამენტის სპიკერმა, ანატოლი ბიბილოვმა მოაწერეს.
დოკუმენტში წერია:
„ვიხელმძღვანელეთ რა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის გრეძელვადიანი ინტერესებით, მივიღწვით რათა უზრუნველვყოთ საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტაბილურობა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, საერთო განცხადებით გამოვდივართ, რომლითაც მხარს ვუჭერთ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, 2017 წელს ჩატარდეს რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით".
რეფერენდუმის შედეგად კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს მისცემს საშუალებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს მიმართოს ფედერაციაში შესვლის თხოვნით.
წყარო: http://ria.ru/world/20160526/1439695048.html