logo_geo
eng_logo
ჯავახეთის ეროვნულ პარკში ეკო-ტურისტული კოტეჯები აშენდება
- +

7 აპრილი. 2019. 12:44

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში კიდევ ერთი ახალი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ჯავახეთის ეროვნულ პარკში, კარწახის ტბის მიმდებარედ ორი ახალი ეკო-ტურისტული კოტეჯი აშენდება. ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად  113 772  ლარი გამოიყოფა.

 

ეკო-ტურისტული კოტეჯების მშენებლობა ვიზიტორებს პარკის ტერიტორიაზე განთავსების ახალ შესაძლებლობას შესთავაზებს. აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ჯავახეთის ტურისტული პოტენციალისა და მიმზიდველობის ზრდას.

 

პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 113 772 ლარი, საიდანაც 73950 ლარი წარმოადგენს ENPARD - ის პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ მიერ გამოყოფილი მიზნობრივი გრანტის ოდენობას, ხოლო დარჩენილი 39820 ლარის თანადაფინანსებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახელით მოახდენს „კავკასიის ბუნების ფონდი“.

 

ხელშეკრულებას ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ  ვალერიან მჭედლიძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ მისიის დირექტორმა  ირაკლი ქასრაშვილმა და ამავე ორგანიზაციის ფინანსურმა დირექტორმა მარიამ ეპიტაშვილმა, აგრეთვე კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა ჯორჯ ჯაკომინიმ მოაწერეს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner