logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: სააკაშვილი აქ ჩამოვა ბორკილებით, როდესაც მისი ექსტრადიცია მოხდება!
- +

26 მაისი. 2016. 20:03


ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, საქართველოში მოსალოდნელ დაბრუნებასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე და „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან პროვოკატორები.

 

მჟავანაძის თქმით, სააკაშვილი საქართველოში მხოლოდ ბორკილებით დაბრუნდება.


„მართლაც ჩამოვა სააკაშვილი, ოღონდ ბორკილებით, როდესაც მისი ექსტრადიცია მოხდება. ბადრაგი ჩამოიყვანს და შევა იმ ციხეში, სადაც მისი ბრძანებით აწამებდნენ ადამიანებს.

 

გუშინ კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ ეს ადამიანები ემზადებიან სწორედ  რევოლუციისთვის, აკეთებდნენ განცხადებას, რომ წალენჯიხიდან დაიძვრებოდა რაღაც ავტობუსები და დაიწყებოდა რევოლუცია, მათ რეალობის შეგრძნება არ აქვთ და 2003 წელი ჰგონიათ. არც ავტობუსები დაიძვრება, არც ხალხი დაიძვრება და არც არაფერი არ მოხდება, მშვიდად იყვნენ და თუ ასე გააგრძელებენ, ეს აგრესია, რომელიც ხალხშია, ცუდად მოუტრიალდებათ. ხალხს ვერ შეაჩერებენ, იმიტომ, რომ თვითონ უწყობენ ხელს ამ ყველაფერს. ქართულმა ოცნებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქმე აქვთ პროვოკატორებთან, ისეთი რაღაც არ უნდა მოხდეს, რომ სალაპარაკო გახდეს", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner