საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაჟა სირაძის განცხადებით, დიღმის მასივში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, შვიდი პირი, მათ შორის შვიდი თვის ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისივე ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და ყველა საგამოძიებო მოქმედება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - იკითხება ყველა პირი, მათ შორის „ყაზტრანსაგაზის“ თანამშრომლები.
დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა. გამოძიება აუცილებლად დაადგენს აფეთქების მიზეზებს. სრულად ევაკუირებულია ყველა მოქელაქე და სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.