logo_geo
eng_logo
სოსო ცინცაძე: ეს არჩევნები კი არა, რევოლუცია იქნება!
- +

26 მაისი. 2016. 20:04


საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი აპირებს საქართველოში დაბრუნებასა და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ ჩართვას. თუმცა არ დაუზუსტებია, როდის შეიძლება ეს მოხდეს. ამ თემაზე „რეპორტიორთან" კომენტარი გააკეთა ექსპერტმა სოსო ცინცაძემ და აღნიშნა, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება ოქტომბრის არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული.


 „თუ „ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს არჩევნებში, მაშინ უკვე ავტომატურ რეჟიმში მოეხსნება სააკაშვილს ყველა ბრალდება, რაც მას წაყენებული აქვს და რასაკვირველია ჩამოვა. ახლა, რამდენად რეალურია ეს, დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე. უნიკალურ არსს სძენს მომავალ არჩევნებს ეს ყველაფერი. კლასიკური გაგებით, არჩევნების მოსალოდნელი შედეგები, ძალზედ შორს დგას ნორმალურ და დემოკრატიულ ქვეყნებში ასეული წლების მანძილზე ფეხმოკიდებული პრაქტიკისაგან. ჩვენთან ამ არჩევნებს პირდაპირ რომ ვთქვათ, ოპოზიცია ანიჭებს რევოლუციურ მნიშვნელობას, ეს არჩევნები კი არ იქნება, ეს იქნება რევოლუცია, შეიძლება მშვიდობიანი, ყოველგვარი სისხლიანი შედეგების გარეშე, შეიძლება პირიქით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თეორიულად მაინც, იქნება რევოლუციური მნიშვნელობის არჩევნები, აი, ამ სიტყვის სრული დატვირთვით", - განაცხადა სოსო ცინცაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner