დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, „ყაზსტრანსგაზ თბილისის“ რამდენიმე თანამშრომელი და მე-5 კორპუსის მცხოვრებთა ნაწილი დიღმის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.
ამ დროისთვის უცნობია, იმყოფება თუ არა გამოკითხვაზე იმ ბინის მეპატრონე, სადაც აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება ექსპლუატაციის წესის დარღვევამ გამოიწვია.
მომხდარზე შსს-სი განმარტავენ, რომ გამოძიების ფარგლებში გამოკვლეული იქნება ყველა საჭირო გარემოება.
დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო, აფეთქება დღეს მოხდა.