logo_geo
eng_logo
დიღმის მასივში აფეთქების საქმეზე „ყაზსტრანსგაზის“ რამდენიმე თანამშრომელი და მე-5 კორპუსის მცხოვრებთა ნაწილი გამოკითხვაზე იმყოფება
- +

7 აპრილი. 2019. 16:26

 

დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, „ყაზსტრანსგაზ თბილისის“ რამდენიმე თანამშრომელი და მე-5 კორპუსის მცხოვრებთა ნაწილი დიღმის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

 

ამ დროისთვის უცნობია, იმყოფება თუ არა გამოკითხვაზე იმ ბინის მეპატრონე, სადაც აფეთქება მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, აფეთქება ექსპლუატაციის წესის დარღვევამ გამოიწვია.

 

მომხდარზე შსს-სი განმარტავენ, რომ გამოძიების ფარგლებში გამოკვლეული იქნება ყველა საჭირო გარემოება.

 

დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო, აფეთქება დღეს მოხდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner