logo_geo
eng_logo
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად გამოცხადდა
- +

7 აპრილი. 2019. 17:27

 

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 მარტის უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

 

დამუშავებული ოქმების თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატმა ვლადიმერ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30.24 % მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 15.95 %. არჩევნებში კი ამომრჩეველთა აქტივობამ 62.8 % შეადგინა.

 

ამის შემდეგ, ორივე კანდიდატს უკვე შეუძლია მეორე ტურის ჩატარებამდე, ოფიციალურად აწარმოონ აგიტაცია.

 

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner