უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 მარტის უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
დამუშავებული ოქმების თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატმა ვლადიმერ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30.24 % მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 15.95 %. არჩევნებში კი ამომრჩეველთა აქტივობამ 62.8 % შეადგინა.
ამის შემდეგ, ორივე კანდიდატს უკვე შეუძლია მეორე ტურის ჩატარებამდე, ოფიციალურად აწარმოონ აგიტაცია.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.