logo_geo
eng_logo
უკრაინის გენპროკურატურა სააკაშვილის თანაშემწის კაბინეტს და ბინას ჩხრეკს
- +

26 მაისი. 2016. 20:34


უკრაინის გენერალური პროკურატურის გამომძიებლები ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მრჩევლის თეიმურაზ ნიშნიანიძის სახლში ჩხრეკას ატარებენ. ჩხრეკა ასევე ტარდება საქველმოქმედო ფონდის „ოდესის საკეთილდღეოდ" ოფისშიც.



გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით. მათ შორის, პროკურატურა დაინტერესებულია ფონდის საქმიანობით, რომლის ხელმძღვანელიც არის თეიმურაზ ნიშნიანიძე. გამოძიების მტკიცებით, საქველმოქმედო ფონდის სახელით ყიდულობდნენ ძვირფას მანქანებს, დაფინანსდა წინასააჩევნო კამპანია, გუბერნატორის მოგზაურობა უცხოეთში და სხვ. გენერალური პროკურატურის მტკიცებით, ეს ყველაზე მასშტაბური კორუფციის ფაქტია.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner