logo_geo
eng_logo
ლიბიაში დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს საჰაერო დარტყმები მიაყენეს
- +

7 აპრილი. 2019. 22:00

 

ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის საჰაერო ძალებმა ფელდმარშალ ხალიფ ხაფტადის ჯარებს ავიადარტყმები მიაყენეს. უცხოური მედიის ცნობით, თავის მხრივ ხაფტადის „ნაციონალურმა არმიამ“ ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის თავზე საჰაერო ოპერაცია დაიწყო.

 

ლიბიაში მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა. ხაფტადის ჯარებმა, რომელიც ეროვნული თანხმობის მთავრობის დამხობას ცდილობს, ტრიპოლის აეროპორტი დაიკავა და დედაქალაქთან ახლოს მდებარე რამდენიმე რაიონზე კონტროლი დაამყარა.

 

დღეს ლიბიაში ორხელისუფლებიანობაა: აღმოსავლეთში, ქალაქ ტობრუკში პარლამენტია, ტრიპოლიში კი - ეროვნული თანხმობის მთავრობა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner