ხვალ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
სესიაზე მოქმედ თავმჯდომარეს ელგუჯა (გია) გვაზავას გადააყენებენ და მის ნაცვლად ახალი თავმჯდომარე აირჩევენ.
სხდომა ქვორუმის არსებობის შემთხვევაში თავმჯდომარეს ხმათა უმრავლესობით აირჩევს. პროცედურის მიხედვით ხვალვე დამტკიცდება საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები, ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარეები.
თავმჯდომარეობის წარდგენილ კანდიდატებს შორის არიან უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის მოადგილეები ჯემალ გამახარია და დავით გვაძაბია, ცნობისთვის, ელგუჯა (გია) გვაზავა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს 2009 წლიდან ხელმძღვანელობს.