თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პროკურატურას მიმართავს, საგარეჯოს არჩევნების საქმის გამოძიება ფორსირებულად წარმართოს, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.
„ეს არ არის თინა ხიდაშელის წინააღმდეგ მიმართული კამპნია, ეს არის ხელისუფლების პროდასავლური ორიენტაციის წინააღმდეგ მიმართული აქცია. ეს არის ბინძური მეთოდები და მოვუწოდებ პროკურატურას, ფორსირებულად წარმართოს გამოძიება, რომ არ დარჩეს კითხვები",- განუცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს.
ამასთან, თინა ხიდაშელმა არ გამორიცხა, რომ არჩევნებამდე შეიძლება, კიდევ უფრო ბინძური კამპანიის მომსწრენი გავხდეთ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოს არჩევნებთან დაკავაშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც 2030-ს პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსისი 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
გამოძიების საფუძველი გახდა არასამთვრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" მიმართვა, რომელიც დეპუტატ გოგი თოფაძის საჯარო განცხადებებს ეხება.
გოგი თოფაძე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს საგარეჯოში არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, გაირკვეს, ადგილი აქვს ცილისწამებას, თუ არჩევნების გაყალბება რეალურად მოხდა.