ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უინძორში მდებარე ახალ რეზიდენციაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ამის შესახებ ინფორმაციას The Mirror ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, წყვილმა ახალმოსახლეობაზე პირველი სტუმარიც მიიღო, რომელიც ჰოლივუდელი ვიზაჟისტი და მეგან მარკლის ქორწილში, მისი მაკიაჟის ავტორი დენიელ მარტინია.
სამეფო წყვილს ძალიან მალე ბავშვი შეეძინება, თუმცა ისინი ბავშვის სქესს არ ამხელენ. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მეგან მარკლი სამეფო ოჯახის კიდევ ერთი ტრადიციის დარღვევას აპირებს.
როგორც გაირკვა ამერიკელი პრინცესა არ აპირებს ბავშვი გააჩინოს იქ სადაც ქეით მიდლტონმა და პრინცესა დიანამ იმშობიარეს. სამეფო ოჯახის წევრი ქალები 1977 წლიდან ტრადიციულად ღვთისმშობლის სახელობის კლინიკას ანიჭებდნენ უპირატესობას.
თუმცა, მეგანმა და ჰარიმ ის კლინიკა შეარჩიეს, რომელიც მათთან ყველაზე ახლოსაა. უცნობია ზუსტად რომელ სამშობიაროაზეა ლაპარაკი.