logo_geo
eng_logo
კარლო კოპალიანი: მაშინ დამცირებული, გალახული და სისხლით მორწყული იყო რუსთაველის პროსპექტი!
- +

26 მაისი. 2016. 22:02


პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი 2011 წლის 26 მაისს იხსენებს და საქართველოს ყოფილ პრემიერ- მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან წასვლაში ამხელა წვლილი შეიტანა.


„5 წლის შემდეგ რუსთაველზე სულ სხვა 26 მაისი დგება!

 

მაშინ კი დამცირებული, გალახული, და სისხლით მორწყული იყო ჩვენი საყვარელი პროსპექტი! საკუთარი ხალხის გვამებზე მოცეკვავე .. ხელისუფლება კი აღლუმს იღებდა.

 

დღეს ავტორებიდან ზოგი ციხეშია, ზოგი გაქცეული, ზოგი კიდევ ნარკოტიკით იკმაყოფილებს ვამპირულ მოთხოვნილებებს.

 

... მაშინ ვერავინ წაროვიდგენდით, თუ ასეთი დრო დადგებოდა. დავაფასოთ და გვახსოვდეს ეს, მადლობა ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს რომ კაცისმკვლელები და ბანდიტები მოგვაშორა! ( ..და ეშმაკებისკენ ნუ ვიყურებით ზოგიერთები...)

.. ჩემო სამშობლო გილოცავ 26 მაისს !!!"- აღნიშნავს კოპალიანი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner