logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: პარლამენტის დღევანდელი სხდომა ლეგიტიმურია
- +

8 აპრილი. 2019. 14:44

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ პარლამენტის დღევანდელი სხდომა ლეგიტიმურია.

 

გიორგი ვოლსკის განცხადებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომების შესახებ დეპუტატთა გაფრთხილებაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა იმსჯელოს, თუმცა, ეს საკითხი დღევანდელი სხდომის ლეგიტიმურობასთან კავშირში არ არის.

 

„პარლამენტის დღევანდელი სხდომა ლეგიტიმურია. რაც შეეხება დარღვევას, სწორედ ამ საკითხზე უნდა შეიკრიბოს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და იმსჯელოს დეპუტატთა პირად გაფრთხილებებთან დაკავშირებით. ეს საკითხები დღევანდელი სხდომის ლეგიტიმურობასთან პირდაპირ კავშირში არ არის. მესმის, არსებობს გარკვეული მღელვარება და პოლიტიკური საკითხი. ზოგიერთ დეპუტატს არ სურს დღევანდელი სხდომის ჩატარება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

დეპუტატთა ნაწილმა დღეს განაცხადა, რომ დღევანდელი რიგგარეშე სხდომის შემდეგ ინფორმირებული არ იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner