logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი ივანიშვილის წერილზე: დავინახე მოვლენების ძალიან ღრმა ანალიზი...
- +

8 აპრილი. 2019. 14:45

 

 

„წერილში მე დავინახე იმ მოვლენების ძალიან ღრმა ანალიზი, რაც ჩვენ 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში ვიხილეთ ქვეყანაში“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ღია წერილზე საუბრისას განაცხადა.

 

ცქიტიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ემოციურად გაერთიანდეს საერთო პრობლემების დასაძლევად და მიუხედავად ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისადმი კუთვნილებისა, საერთო პრობლემების კონსოლიდირებულად დაძლევა მოხდეს.

 

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება წინ უსწრებს ეკონომიკური განვითარების დონეს.

 

„ჩვენი მენტალობა, სულისკვეთება, პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ, არის ბმაში და იმ დონეზეა, რა დონეც ავსტრიაში, შვეიცარიაში. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ განვითარებაზე , მაშინ გვაქვს პრობლემები სხვადასხვა სფეროში, რასაც ოპონენტები ხშირად არაკეთილსინდისიერად იყენებენ საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულების შესაქმნელად“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner