logo_geo
eng_logo
პარლამენტმა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონი მიიღო
- +

8 აპრილი. 2019. 14:59

 

 

სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დამტკიცდა.  კანონპროექტს 80 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რვა წინააღმდეგ წავიდა.

 

კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ხელმეორე კენჭისყრაზე დადგა, რადგან 5 აპრილის  სხდომაზე დამტკიცებისთვის ხმები არ ეყო და კენჭისყრის შედეგად ჩავარდა.

 

მმართველი გუნდი აღნიშნულის მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებს.

 

კანონის მიხედვით, უქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები. გარდა ამისა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner